четверг, 14 января 2010 г.

კვლევა-ნაშრომი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
კვლევები განათლების სფეროში



სწავლა-სწავლებაში საინფორმაციო
ტექნოლოგიების ჩართვის საკითხები”



ელიზა ბაგალიშვილი
რუსთავის #12საჯარო სკოლის
საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი
თბილისი, 30 მაისი, 2008 წელი



ანოტაცია
კვლევა შედგება შესავლის, 4 თავის და ბიბლიოგრაფიისგან, დართული აქვს აგრეთვე მოკლე აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე.
შესავალში ლაპარაკია იმაზე, რომგარდაუვალია საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის საჭიროება სასკოლო განათლებაში, რათა გადაწყდეს სკოლის სტრატეგიული ამოცანა-ხარისხიანი სწავლება.
I თავში განხილულია, კვლევის მიზანი და ამოცანები. კვლევა ჩატარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის დონის დასადგენად სწავლა-სწავლებაში, აგრეთვე თუ როგორ აისახება ეს პროცესი სწავლა-სწავლების ხარისხზე, რა პრობლემები ახლავს თან და რა გზები არსებობს მათ გადასაჭრელად
II თავში განხილულია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის საკითხების გამოსაკვლევად გამოყენებულ იქნა 1. გამოკითხვის მეთოდი –(ინტერნეტ ტექნოლოგიით), 2. ინტერვიუები, 3. დაკვირვება მოდერნიზებულ გაკვეთილებზე 4. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასებების უწყისის, გაცდენების სტატისტიკის ანალიზი იმ საგნებში, სადაც ტარდებოდა მოდერნიზებული გაკვეთილები.
III თავში ლაპარაკია საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის შედეგებზე.
IV თავში მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ პედაგოგების და მოსწავლეების  რაოდენობა, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს იყენებენ სწავლა-სწავლებაში, იყენებენ ინტერნეტს, პროცენტულად გაიზარდა, სწავლა-სწავლების ხარისხიც მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩართვით საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, საჭიროა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ყველა საგნის სწავლებაში მაქსიმალურად და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც ამ პროცესს თან ახლავს.


შესავალი
განახლებულ სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის  “მთავარი ორიენტირი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი” (ეროვნული სასწავლო გეგმა” 2007, გვ.6 ). ხარისხიანი განათლება კი წარმოუდგენელია საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. პროფესორ სეიმურ პოპერტის აზრით, (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) სკოლა ჩამორჩება საზოგადოების ევოლუციას; შედეგად მოსწავლეები კარგავენ პატივისცემას და ნდობას მის მიმართ.  (Сеймур Поперт. Образование в просвещенном обществе.  Компьютерные инструменты в образовании, № 1. 2001. .( www.ipo.spb.ru/journal/)  ამასთან ტრადიციული მეთოდებით სწავლება მომაბეზრებელია არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.   კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით კი გაკვეთილი ხდება მიმზიდველი. თუმცა არ შეიძლება კომპიუტერი უბრალოდ ჩავრთოთ ტრადიციულ სასწავლო პროცესში იმ იმედით, რომ ის მოახდენს განათლებაში რევოლუციას, საჭიროა შეიცვალოს თავად სასწავლო პროცესის კონცეფცია, რომელშიც კომპიუტერი ორგანულად ჩაირთვება, როგორც მძლავრი საშუალება. სკოლას არა აქვს სხვა არჩევანი, მან უნდა მოახდინოს ადაპტაცია ინფორმაციულ საუკუნესთან. მეცნიერები, პოლიტიკოსები, პედაგოგები დაკავებული არიან იმ გზების ძიებით, რომლითაც  მოხდება სკოლის ადაპტაცია თანამედროვე სამყაროსთან. გამოთვლითი ტექნიკის გაცნობა მხოლოდ ნაწილია ასეთი ადაპტაციის , ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ინფორმაციის გადამუშავება, გადაწყვიტონ ამოცანები, იურთიერთონ ადამიანებთან და გაიგონ იმ ცვლილებათა არსი, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვა სწავლა-სწავლებაში სკოლას აძლევს საშუალებას:
  • აამაღლოს განათლების ხარისხი;
  •  შეამციროს დანახარჯები განათლებაზე;
  • გააფართოოს განათლების მიღების შესაძლებლობა;
  • გაზარდოს სასწავლო კურსების და პროგრამების რაოდენობა;
  • შექმნას სპეციალიზირებული პროგრამები;
  • გამოიყენოს ტექნოლოგიური ინოვაციები;
უფრო და უფრო მეტი მშობელი, პედაგოგი და მოსწავლე  მისულია იმ დასკვნამდე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მცოდნე მოზარდები უკეთ იქნებიან მომზადებულნი ცხოვრებისთვის   და მატერიალურად უზრუნველყოფილნი. საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად. მისი სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. უფრო მეტიც, ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია (“ეროვნული სასწავლო გეგმა” 2007, გვ.363)
საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ:
  • ზრდის  ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას;
  • ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს ;
  • ემსახურება დადებითი ემოციური ფონის  შექმნას;
  • სწავლებას ხდის მრავალფეროვანს;
  • ეხმარება ჩამორჩენილ მოსწავლეებს  წარმატების მიღწევაში
  მეორეს მხრივ, მასწავლებლებს:
  • ეხმარება ბავშვის უკეთ გაგებაში, ცოდნისა და უნარების უკეთ შეფასებაში; 
  •  ხმარება ეძებოს  სწავლების ახალი, არატრადიციული მეთოდები და ფორმები;
ამდენად ესაა სფერო, სადაც გამოვლინდება პედაგოგების, მეთოდისტების, ფსიქოლოგების შემოქმედებითი უნარები, ყველასივისაც შეუძლია დღევანდელ ბავშვებს გაუგოს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და ინტერესები, ვისაც ბავშვები უყვარს და თავდადებით ემსახურება მათ.
ამგვარადგარდაუვალია საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვა სასკოლო განათლებაში, რათა გადაწყდეს სკოლის სტრატეგიული ამოცანა-ხარისხიანი სწავლება, თუმცა ისე როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიების, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა ხდება ეტაპობრივად, თან ახლავს წინააღმდეგობები, პრობლემები. ადრე ეს პრობლემები ძირითადად ტექნიკური ბაზის სიმწირე ან საერთოდ არ ქონა იყო, დღეს, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კერძოდ ფონდირმის ნახტომისმიერ სკოლების კომპიუტერიზაცია და მათი ინტერნეტში ჩართვა დასასრულს უახლოვდება, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის პრობლემა სასწავლო პროცესში პირდაპირ კავშირშია  თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე პედაგოგის მომზადებასთან, რომელიც იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს გაკვეთილის მომზადებისთვის, მეცადინეობებზე, კლასგარეშე საქმიანობის ორგანიზაციისთვის, დამატებითი განათლებისთვის.
საინფორმაციო ტექნოლოგიები სწრაფად მზარდი სფეროა. განათლებამ განუწყვეტლივ უნდა ადევნოს თვალი მიმდინარე ცვლილებებს და ფეხი აუწყოს მათ.



I. კვლევის მიზანი
კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა დონეზეა ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებაში, როგორ მოქმედებს  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხზე, რა სახის პრობლემები ახლავს ამ ჩართვას და როგორ შეიძლება მათი მინიმუმამდე დაყვანა. კვლევის  ამოცანები იყო:
1. პედაგოგების გამოკვლევა საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარ-ჩვევის ქონის მხრივ, რამდენად საჭიროებენ დამატებით ტრენინგებს და თუ რა დონით იყენებენ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში. მშობელთა გამოკვლევა, რამდენად იყენებენ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თავიანთი შვილების შედეგების გაცნობა- ანალიზის თვალსაზრისით და როგორ უყურებენ ასეთი სახის ურთიერთთანამშრომლობას სკოლასთან. ადმინისტრაციული პერსონალის გამოკვლევა, თუ რა დონით იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს თავიანთ საქმიანობაში
2. სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების შედეგების  გამოკვლევა მოდერნიზებული გაკვეთილების ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ.

II. კვლევის მეთოდი
საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის საკითხის გამოსაკვლევად გამოყენებულ იქნა 1. გამოკითხვის მეთოდი –(ინტერნეტ ტექნოლოგიით), 2. ინტერვიუები, 3. დაკვირვება მოდერნიზებულ გაკვეთილებზე 4. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასებების უწყისის, გაცდენების სტატისტიკის ანალიზი იმ საგნებში, სადაც ტარდებოდა მოდერნიზებული გაკვეთილები.
 მომზადდა სკოლის ვებ გვერდი, სადაც ყოველდღიურად ხდებოდა სკოლაში მიმდინარე სიახლეების განთავსება, ვებ გვერდის დახმარებით ტარდებოდა  გამოკითხვა სკოლის პედაგოგებისა შემდეგი საკითხების დასადგენად: როგორ იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში , აქვთ თუ არა საკუთარი კომპიუტერი, ინტერნეტი, გავლილი აქვთ თუ არა ტრენინგები საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით, ესაჭიროებათ თუ არა ტრენინგი საინფორმაციო ტექნოლოგიების საგნის სწავლებაში ჩართვის მიზნით; გამოიკითხა მოსწავლეები, ადმინისტრაცია, მშობლები იმის გასარკვევად, ტრადიციულ გაკვეთილებს ანიჭებენ უპირატესობას თუ მოდერნიზებულს, იყენებენ თუ არა თავიანთ საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სიახლეებს ინტერნეტიდან უფრო იგებენ U თუ ჟურნალ-გაზეთებიდან ან ტელერადიო საშუალებებიდან, კომპიუტერს სად უფრო იყენებენ სკოლაში თუ სახლში  და ..
გაანალიზებულ იქნა აგრეთვე მოსწავლეთა წლიური და სემესტრული შეფასებები სხვადასხვა საგნებში, მასწავლებლის, დამრიგებლის  ჩანაწერები მოსწავლეებზე, გაცდენების შესახებ, ასევე აღებულ იქნა და გაანალიზებული ინტერვიუები მოსწავლეებისგან, პედაგოგებისაგან და მშობლებისგან.
გარდა ამისა მიმდინარეობდა დაკვირვება  მოდერნიზებულ გაკვეთილებზე (VII, X, XI კლასები, უცხო ენა (ინგლისური, რუსული), მშობლიური ენა და ლიტერატურა, ფიზიკა და .).
III. კვლევის შედეგები
კვლევა ჩატარდა 2007 წლის მაისი - ივნისში და 2008 წლის მარტი - აპრილში. გამოიკითხა   VII, X, XI კლასები, 159 მოსწავლე , 54 პედაგოგი, 30 მშობელი , 5 ადმინისტრაციის წარმომადგენელი. დაკვირვება მოხდა 30 მოდერნიზებულ გაკვეთილზე . 2008 წლის II ტრიმესტრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მიმდინარეობდა XI კლასელთა ტესტირება-მონიტორინგი  კომპიუტერული ტექნოლოგიით, კერძოდ, სკოლის ვებ გვერდზე (WWW.Sajaro12.skola.dlf.ge) დაიდო ტესტები XI კლასელთათვის ჯერ საბუნებისმეტყველო საგნებში, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ საგნებში, მოსწავლეებს შეეძლოთ ტესტები შეესრულებინათ როგორც სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ისე სახლში და პასუხები გაეგზავნათ ელექტრონული ფოსტით, მათი კლასისთვის გახსნილ ელექტრონულ მისამართზე, შემდეგ პედაგოგები ამოწმებდნენ ნამუშევრებს და შედეგებს ფოსტით უბრუნებდნენ. XI კლასელთა აქტივობა, პასუხისმგებლობა, ინტერესი საგრძნობლად  გაიზარდა, X და VII კლასებისთვისაც ეს იყო კარგი მაგალითი; ისინიც ცდილობდნენ ელ. ფოსტით კომუნიკაცია კარგად აეთვისებინათ. მათთანაც ჩატარდა ისეთივე ტიპის შემაჯამებელი ტესტირება მათემატიკაში, ინფორმატიკაში, უცხო ენაში.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სკოლის მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს იყენებენ, ბოლო 2 წლის მანძილზე 5-ჯერ გაიზარდა.  პედაგოგების ნაწილი წარმატებით იყენებს კომპიუტერებს, თუმცა მათი უმრავლესობა (60%),  მათ შორის სამინისტროს ტრენინგგავლილებიც კვლავაც ან საერთოდ არ იყენებენ კომპიუტერებს, ან ძალზე იშვიათად. რაც  გამოწვეულია  შემდეგი მიზეზებით:

  • მათ არ აქვთ საკმარისი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ კომპიუტერული ტექნოლოგიები თავიანთი საგნის სწავლებაში;
  • არა აქვთ საკუთარი კომპიუტერი;
  • განიცდიან დროის დეფიციტს (სკოლის საათების გარდა შეთავსებით სხვაგანაც მუშაობენ , ან კერძო გაკვეთილებით არიან დაკავებული);
  • არ არიან საკმარისად მოტივირებულნი;
  • სკოლაში არის დაბალ სიჩქარიანი უხარისხო ინტერნეტი, სადაც გაძნელებულია ვიდეო მასალების დამზადება, მოპოვებული მასალის ონლაინ  რეჟიმში ჩვენება;
  • კვალიფიციური ტექნიკური დახმარება რეგიონებისთვის გაძნელებულია; რის გამოც კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა სრულყოფილად არ მუშაობს, ადგილი აქვს შეფერხებებს.
  • საინფორმაციო მენეჯერს ჯერ კიდევ არა აქვს საჭირო საკმარისი პირობებირათა  მოახდინოს პროგრამული პროდუქტების, პროექტების მოძიება, გამართვა, ინტეგრირებული გაკვეთილების მომზადება და ჩატარება; მათთვის აუცილებელი ტრენინგები არასაკმარისად მიმდინარეობს სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ბიუროკრატული პრობლემები;
  • აზრთა სხვაობა პროგრესის როლზე;
  • ენობრივი ბარიერები (ქსელში ინგლისური ენის, რუსული ენის გავრცელება);
  • შესაძლო შეუსაბამობა დახარჯულ დროსა და მიღებულ ინფორმაციას შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი სიძნელეები პირველ რიგში დაკავშირებულია მოსწავლეთა, პედაგოგთა, ადმინისტრაციის  არასაკმარის ინფორმირებულობასთან იმ პროგრამული პროდუქტების შესახებ, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოხდეს პრაქტიკულად სასწავლო საქამიანობის ნებისმიერი სფეროს რეალიზება საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი ტიპის პროგრამული პროდუქტები არსებობენ საკმაოდ ბევრი. ისინი განსხვავდებიან ინტერფეისით, უტილიტების სპექტრით, პლატფორმით, მაგრამ მათ აერთიანებთ სასწავლო პროცესის მხარდაჭერის შესაძლებლობა. ასეთი პროგრამების ძირითადი ფუნქციებია:
  • ახალი მასალის ახსნის შესაძლებლობის მხარდაჭერა;
  • ცოდნის კონტროლის ორგანიზაცია ტესტების სახით;
  • კლასგარეშე საქმიანობის ორგანიზაცია დისტანციური კონსულტაციების სახით.

     ბუნებრივია, რომ აღნიშნული ფუნქციების გამოყენება უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი ნებისმიერი საგნობრივი პედაგოგის (არა მხოლოდ ინფორმატიკის პედაგოგის) მიერ მისი რეალიზაციისთვის, შესაბამისად, საჭიროა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად აადვილებენ ტესტურ დავალებათა შეტანას და საგაკვეთილო მასალის მომზადებას. ასეთი პროგრამა გარსების მაგალითებია Macromedia AuthorWare, Moodle, Веб-класс ХПИ და ..
გამოკითხვით დადგინდა, რომ მშობლები , ვისაც სახლში აქვთ კომპიუტერი, ხშირად ათვალიერებენ სკოლის ვებ გვერდს, ეხმარებიან შვილებს სასწავლო მასალის მოძიებაში, მიმოწერა აქვთ ელექტრონული ფოსტით, საზღვარგარეთაც ურთიერთობენ კომპიუტერის დახმარებით, გამოკითხულთა 10% იყენებს ინტერნეტს, ხოლო სკოლის ადმინისტრაციის 80% მაქსიმალურად იყენებს ინტერნეტს სკოლაშიც და სახლშიც.
 მოსწავლეთა წლიური და სემესტრული შედეგების, აგრეთვე ინტერვიუების ანალიზმა გვიჩვენა, რომ X კლასში საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის შემდეგ სწავლა-სწავლებაში მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ წლიური შეფასება 6 ქულა და მეტი, 74%-დან გაიზარდა 96%მდე, 22%-ით, კერძოდ აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა მშობლიური ლიტერატურის (რუსულის 49%-დან 56%-მდე 7%-ით), ქართული ენის (89%-დან 100%-მდე, 11%-ით), ქართული ლიტერატურის (92%-დან 100 %-მდე8%-ით), ფიზიკის (74%-დან 89%-მდე 15 %-ით) სწავლების მხრივ. ეს შედეგი მიღწეულ იქნა იმიტომ, რომ აღნიშნულ კლასში როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები კარგად ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებენ სწავლა-სწავლებაში, გარდა ამისა , უმიზეზო გაცდენები ასეთი ტიპის  გაკვეთილებზე თითქმის არ არის, რაც შეეხება VII კლასებს, მათთანაც შეფასება 6 და მეტი ქულა პროცენტულად გაიზარდა მშობლიურ ენასა (რუსული 50%-დან 53%-მდე 3%-ით) და ლიტერატურაში (რუსულში 45%-დან 53%-მდე 8%-ით), სხვა საგნებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნა დადგენილი. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა პედაგოგების, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება კომპიუტერულ ლაბორატორიაში, მით უმეტეს, რომ VII კლასელები ხალისიანად მუშაობენ კომპიუტერთან ინფორმატიკის გაკვეთილებზე, აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, მოსწონთ ინფორმაციის ძიება და დამუშავება.
საინტერესო შედეგები დაფიქსირდა უცხო ენებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებზე. კვლევა ჩატარდა 2007 წელს. ვიკვლევდით სამოდელო გაკვეთილების ჩატარებამდე რამდენ მოსწავლეს ჰქონდა შეფასებაკარგიდაფრიადი” ( 6 ქულა და მეტი). X და XI კლასებში ინგლისური და რუსულის მიხედვით. შედეგები მოცემულია ცხრილის სახით.
               

ტრადიციული გაკვეთილები (2005-2006)

მოდერნიზებული გაკვეთილები (2006-2007)

ტრადიციული გაკვეთილები (2005-2006)

მოდერნიზებული გაკვეთილები
(2006-2007)
X კლასი
შეფასება >=6
XI კლასი
   შეფასება  >=6
ინგლისური
24 %
60%
24%
63%
რუსული
33%
100%
45%
51 %




IV. დასკვნები და რეკომენდაციები
ამგვარად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ პედაგოგების და მოსწავლეების  რაოდენობა, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს იყენებენ სწავლა-სწავლებაში, იყენებენ ინტერნეტს, თუმცა პროცენტულად გაიზარდა( 5-ჯერ), სწავლა-სწავლების ხარისხიც მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩართვით საგაკვეთილო პროცესში მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, საჭიროა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ყველა საგნის სწავლებაში მაქსიმალურად.
 საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვას სწავლა-სწავლებაში ახლავს პრობლემები (მასწავლებლების ნაწილს ურჩევია ტრადიციული მეთოდებით სწავლება, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმრავლესობას საკუთარი კომპიუტერი არა აქვთ, ისინი კომპიუტერთან პრაქტიკულად ნაკლებად მუშაობენ, ამიტომ ეფექტურად ვერ იყენებენ იმ სასარგებლო რესურსებს, რაც საგანმანათლებლო პორტალზეა მოთავსებული და . .).
          საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის გზით სწავლა- სწავლების
ხარისხის ასამაღლებლად და პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა:

  • სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ადმინისტრაციის მიერ მასწავლებელთა შერჩევის და სტიმულირების ერთ-ერთ უმთავრეს მაჩვენებლად გამოყენებულ იქნეს მოდერნიზებული  გაკვეთილების ჩატარება
  •  მასწავლებელთა და მოსწავლეთა მუდმივი მუშაობა ინტერნეტში; მათ მიერ საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებული რესურსების გამოყენება, საინტერესო მინი- პროექტების მომზადება და პრეზენტაცია;
  • ინფორმატიკის პრაქტიკული დავალებების და ლაბორატორიული სამუშაოების ბაზის მომზადება-განახლება სხვა  საგნებთან ინტეგრაციის კუთხით;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლებაში აქტიური გამოყენება დაბალი კლასებიდანვე;
  • სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე ტრენინგების ჩატარება საინფორმაციო მენეჯერებისათვის, ინფორმატიკის მასწავლებლებისთვის;
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი;
  • კვალიფიციური მოტივირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მოსწავლეს, პედაგოგს, მშობელს, სკოლის ნებისმიერ თანამშრომელს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენებაში;
  • საინფორმაციო მენეჯერის მიერ მოძიებულ იქნას სასწავლო პროცესის მხარდამჭერი პროგრამული პროდუქტები და დანერგვის მიზნით მოხდეს მათ შესახებ მოსწავლეთა და პედაგოგთა ინფორმირებულობა;
  • წარმატებულ შემომქმედ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვება კომპიუტერით.

                      


ბიბლიოგრაფია
1.                “ეროვნული სასწავლო გეგმა”, თბილისი, 2007
2.                Развитие личности школьника в условиях новых информационных технологий. М., 1991.
3.                Видерхольд. Компьютер в начальной школе.  Информатика и образование. 1993.  №2.
4.                Сеймур Поперт. Образование в просвещенном обществе.  Компьютерные инструменты в образовании, № 1. 2001.( www.ipo.spb.ru/journal/)
5.                Каверина Э. Приоритеты политики США в области образования.  США-
Канада, №5. 2002.  С. 90 103.
6.                Образование   Википедия [Электронный ресурс]. – Режим доступа: http:/ru.wikipedia.org/wiki/Образование..
7.                Леонов А.Н. К вопросу об обеспечении учебного процесса компьютерными средствами http://linguact.hyperlink.ru/articles/leonov.html



აბსტრაქტი  ინგლისურ ენაზე

Topic                       Inclusion of the informational technologies into
the process of teaching and studying
Author:                       Eliza Bagalishvili
Place of Work:           Rustavi, School    #12
Contact tel              ( 855 14 88 32; 8 24 12 14 32 ) 
                                     E-mail:ElzaBagalishvili@gmail.com
Aim of Research :     Research of the influence of inclusion of the informational  
                            technologies into the process of teaching and studying, Problems
                                    of the inclusion of the informational technologies 
Methods of Research : Observation during the process of the lesson, use of the 
                                      questionaries by means of the internet technologies
                                     (for both teachers and pupils), interviewing of pupils and teachers.
Results                    According to the results, inclusion of the informational 
technologies  into the process of the lesson, increase the level of teaching and studying, which is proved by the analyzing of the indicators of number and quality (for instance, those teachers who regularly use modern technologies in the process of the lesson, show better results of there students as compared to the traditional lessons, besides the absence of pupils has reached its minimum. Though these exists some problems: The teachers rely on the computer, some of them have no practicing working on the computer,    they don’t use these resources which are already performed by the educational portal.
Conclusions:              To increase the level of teaching and studying by means of 
informational technologies and bring the existing problems to their minimum, it is necessary.
of resources provided by the educational portal, preparation of mini –projects and their presentation


აბსტრაქტი 

 თემა: სწავლა-სწავლებაში საინფორმაციო
ტექნოლოგიების ჩართვის საკითხები

საკვანძო სიტყვები: საინფორმაციო ტექნოლოგიები,სწავლა-სწავლება,ხარისხი.
ავტორი: ელიზა ბაგალიშვილი

სამუშაო ადგილი: რუსთავის #12 საჯარო სკოლა

საკონტაქტო ინფორმაცია:  855148832; 824121432;
ელ. ფოსტა: ElzaBagalishvili@gmail.com

კვლევის მიზანი: საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის გავლენის გამოკვლევა სწავლა-სწავლების ხარისხზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის პრობლემები.

კვლევის მეთოდი: დაკვირვება საგაკვეთილო პროცესზე, მასწავლებელთა და მოსწავლეების გამოკითხვა ინტერნეტ ტექნოლოგიით, მასწავლებელთა
და მოსწავლეთა ინტერვიუ.

შედეგები: კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სწავლა-სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩართვით
საგაკვეთილო პროცესში, რასაც მოწმობს მოსწავლეთა სემესტრული
შედეგების ანალიზი (პროცენტულად იზრდება შეფასება იმ საგნებში , სადაც მოდერნიზებული გაკვეთილები ტარდება, მოსწავლეთა გაცდენები
მინიმუმამდე მცირდება…და ა.შ.). აღსანიშნავია ისიც, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვას სწავლა-სწავლებაში ახლავს პრობლემები
(მასწავლებლების ნაწილს ურჩევია ტრადიციული მეთოდებით სწავლება,
ისინი კომპიუტერთან პრაქტიკულად ნაკლებად მუშაობენ, ამიტომ
ეფექტურად ვერ იყენებენ იმ სასარგებლო რესურსებს, რაც საგანმანათლებლო პორტალზეა მოთავსებული და ა. შ.).
დასკვნები: საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართვის გზით სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად
საჭიროა:
სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ადმინისტრაციის მიერ მასწავლებელთა შერჩევის და სტიმულირების ერთ-ერთ უმთავრეს მაჩვენებლად გამოყენებულ იქნეს მოდერნიზებული გაკვეთილების ჩატარება ;
მასწავლებელთა და მოსწავლეთა მუდმივი მუშაობა ინტერნეტში; მათ მიერ საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებული რესურსების გამოყენება, საინტერესო მინი- პროექტების მომზადება და პრეზენტაცია;
ინფორმატიკის პრაქტიკული დავალებების და ლაბორატორიული სამუშაოების ბაზის მომზადება-განახლება სხვა საგნებთან ინტეგრაციის კუთხით;
კვალიფიციური მოტივირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი.


ელიზა ბაგალიშვილი, "კვლევები განათლების სფეროში", კონფერენციის მასალები (პირველი ეროვნული კონფერენცია), თბილისი, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი, 2008, გვ. 62-68 

Комментариев нет:

Отправить комментарий